fbpx
კრიმინალი

“ჩემი შვილი გაიტაცეს” – 27 წლის ანასტაზიას დედა ირწმუნება, რომ გოგონა გატაცების მსხვერპლია

უკვე ცნობილია, რომ კუნძულ კოსზე უკვალოდ გაქრა 27 წლის პოლონელი გოგონა, რომელიც შეყვარებულთან ერთად ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობდა. ის სამსახურიდან გასვლის შემდეგ ნათესავებთან კონტაქტზე აღარ გასულა.

პოლიციას დაკავებული ჰყავს ბანგლადეშის ერთი მოქალაქე, რომელმაც განაცხადა, რომ 27 წლის ანასტაზიასთან ინტიმური კავშირი ჰქონდა და შემდეგ სახლის გარეთ დატოვა, თუმცა, კამერების ჩანაწერებით, აღნიშნული არ დასტურდება. ამას გარდა, პოლიცია დნმ-ის ნიმუშების აღებას აპირებს თითოეული ეჭვმიტანილისგან, ვინაიდან ერთ-ერთ მათგანს სხეულზე ნაკაწრები აღმოაჩნდა, რაც მიუთითებს სავარაუდო ძალადობასა და წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე.

მეორეს მხრივ, გოგონას დედა პოლონურ მედიასთან ამბობს, რომ დარწმუნებულია მისი შვილი გაიტაცეს, ვინაიდან სხვა შემთხვევაში აუცილებლად დაუკავშირდებოდა ოჯახს.

“ბევრი დეტალის გამხელა არ შემიძლია, მაგრამ გეუბნებით, რომ ჩემი შვილი გატაცების მსხვერპლი გახდა,” ამბობს ის.

ამ ეტაპზე მთავარი ეჭვმიტანილი ბანგლადეშელი მამაკაცია, რომელმაც სავარაუდოდ, გოგონას მდგომარეობით ისარგებლა. მეორეს მხრივ, მას აღმოუჩინეს იტალიის მიმართულებით გასამგზავრებელი ბილეთი, რაც პოლიციას აფიქრებინებს, რომ ის მიმალვას ცდილობდა.

გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.

onalem

ტესტ