fbpx
საბერძნეთი

ადამიანები, რომლებიც 78 სიცოცხლის მოსპობაზე არიან პასუხისმგებელი – მათ 5.000-დან 8.000 დოლარამდე ჰქონდათ აღებული

ბერძნული მედია ავრცელებს იმ პირების ფოტოებს, რომლებმაც ემიგრანტების გადაყვანა დააორგანიზეს, მათგან ათასობით დოლარი აიღეს და საბოლოოდ, ათობით ადამიანი შეიწირეს. მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა პილოს ტერიტორიაზე გემის ჩაძირვისას 78 ადამიანის დაღუპვაზე – მხოლოდ ერთმა მათგანმა აღიარა დანაშაული, დანარჩენი 8 კი, ამ დრომდე დუმს.

ირკვევა, რომ გადმომყვანი პირები ეგვიპტის მოქალაქეები არიან და ემიგრანტებისგან, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში უკიდურეს მდგომარეობას გაურბოდნენ და ევროპისკენ მიემართებოდნენ, 5.000-დან 8.000 დოლარამდე ჰქონდათ აღებული.

სამწუხაროდ, მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან 104 გადარჩენილისა და 78 ცხედრის გარდა, ამ დრომდე კიდევ ათობით ადამიანია გაუჩინარებული, ძირითადად ბავშვები და ქალები.

ადამიანები, რომელთაც ევროპაში მოხვედრა უნდოდათ, საკუთარ საბედისწერო მოგზაურობას თვეები გეგმავდნენ, წარმოუდგენელია, რომ მათ გაიარეს გზა პაკისტანიდან სირიიდან, ბანგლადეშიდან ეგვიპტემდე, შემდეგ კი, ლიბიამდე, რომ ამ გემზე აღმოჩენილიყვნენ და საბოლოოდ, საბერძნეთის წყლებში ჩაძირულიყო.

onalem

ტესტ