fbpx
საბერძნეთი

ახალი ზომები საბერძნეთში: ვაქცინის ან ტესტის გარეშე ვეღარსად გავემგზავრებით

რამდენიმე ხნის წინ უკვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა იცვლება საბერძნეთში 13 სექტემბრიდან, ორშაბათიდან, თუმცა, როგორც ირკვევა, ამ ყველაფერს ემატება ახალი გადაწყვეტილებები, რომლებიც კიდევ უფრო ზღუდავს და ხარჯში აგდებს მათ, ვინც აცრას არ აპირებს.

რას ეხება ახალი ზომები?!

მედიის ინფორმაციით, 13 სექტემბრიდან საბერძნეთში ნებისმიერი სახის გადაადგილებისთვის საჭირო იქნება ან ვაქცინაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი, ან ტესტი ანტისხეულებზე, რომ ინფიცირებული იყავით კორონავირუსით ან ტესტის უარყოფითი პასუხი. ცხადია, ეს არ ეხება შიგნით, ქალაქში, ადგილობრივი ტრანსპორტით სარგებლობას, არამედ ΚΤΕΛ-ის, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გამოყენებას.

ამრიგად, ტესტის ან სერთიფიკატის წარდგენა ახლა არა მხოლოდ კუნძულების მიმართულების წასვლისას იქნება სავალდებულო, არამედ ნებისმიერი სახმელეთო გადაადგილებისთვის, რეგიონებს, ქალაქებს, სოფლებს შორის. ΚΤΕΛ-ის სადგურებში თითოეულ მგზავრს შეუმოწმდება აღნიშნულიდან რომელიმე დოკუმენტი.

მისაღებია როგორც PCR, ასევე Rapid ტესტი და ამ უკანასკნელის ღირებულება 10 ევრო იქნება, როგორც მთავრობამ უახლოეს წარსულში გადაწყვიტა.

PCR ტესტი ჩატარებული უნდა იყოს არაუმეტეს 72 საათით ადრე, ხოლო Rapid ტესტი 48 საათით ადრე. ინფიცირების შემთხვევაში, გაიკეთებთ ტესტს, რომელიც თქვენს ორგანიზმში ანტისხეულების არსებობას ადასტურეს.

რაც შეეხებათ ბავშვებს, 4-დან 11 წლამდე, მათ შეუძლიათ თვით-ტესტირების საშუალებით იმგზავრონ. ზემოთ აღნიშნული კანონები ეხებათ პირებს, 12 წლიდან და ზემოთ.

onalem

ტესტ