fbpx
საზოგადოება

დაუჯერებელი ვიდეო: ჩხუბის შემდეგ ბერძენი ქალი ქმრის მანქანას განზრახ ეჯახება

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს ვიდეო გადაღებულია არა საბერძნეთში, არამედ გერმანიაში, თუმცა, მთავარი გმირი ბერძნების წყვილია.

კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ ჩხუბობენ ქალი და მამაკაცი. ქმარი ცოლის მანქანის კარის გაღებას ცდილობს, თუმცა, ამაოდ და საშინელ შეურაცხყოფას აყენებს მას. შედეგად კი, საკუთარ თავზე კონტროლს ქალიც კარგავს და ქმრის მანქანას ეჯახება, თანაც რამდენჯერმე.

ეს ვიდეო ნამდვილად ფილმის ეპიზოდს ჰგავს, რადგან ცოლი არც თავის მანქანას უფრთხილდება და გამეტებით ურტყამს მეორეს. ასევე, ეუბნება, რომ სახლის გასაღებები მისცეს.

onalem

ტესტ