fbpx
საზოგადოება

“ყველა უნდა ავიცრათ, სიკვდილს პირისპირ შევხვდი” – მონასტრის წინამძღვარი, ეფრემი

ვატოპედის მონასტრის წინამძღვარმა, ეფრემმა, კორონავირუსი უმძიმეს ფორმებში გადაიტანა და საბედნიეროდ, გამოჯანრთელდა. ის მთელი ორი თვის მანძილზე იყო საავადმყოფოში მოთავსებული და როგორც ამბობს, სიკვდილს პირისპირ შეხვდა.

“აუცილებლად ყველა უნდა ავიცრათ. სამწუხაროდ, მე არ ვიყავი ვაქცინირებული. დაგეგმილი მქონდა, რომ ავცრილიყავი, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, არ გავაკეთე იმ პერიოდისთვის,” თქვა სასულიერო პირმა.

მან ასევე დასძინა, რომ ჰოსპიტალიზაცია რომ დაეგვიანებინა, ახლა უკვე გარდაცვლილი იქნებოდა. ხოლო სხვა სასულიერო პირებთან დაკავშირებით, ვინც აცრას ეწინააღმდეგება, განაცხადა, რომ უკეთესი იქნება თავიანთი მოსაზრება თავისთვის შეინახონ და არ მოახდინონ პროპაგანდა, რათა ხალხმა დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება.

“ეკლესია არ უარყოფს მეცნიერებას,” ამბობს ის.

onalem

ტესტ