fbpx
საბერძნეთი

ამინდის საგანგებო პროგნოზი: საბერძნეთს ძლიერი ქარიშხალი უახლოვდება, რასაც თან წვიმა მოჰყვება

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური ავრცელებს ამინდის საგანგებო პროგნოზს, რომლის მიხედვითაც საბერძნეთში ხვალიდან ამინდი საგრძნობლად უარესდება.

ამავე წყაროზე დაყრდნობით, მოსალოდნელია ძლიერი ქარიშხალი, რომელსაც თან ახლდება წვიმა და ჭექა-ქუხილი. ფენომენი თავდაპირველად დასავლეთ საბერძნეთში გააქტიურდება და შესაძლოა ზიანი მოუტანოს იონიის ზღვის კუნძულებს და დასავლეთ პელოპონისოს.

ამინდის გაუარესება მოსალოდნელია ხვალ შუადღის საათებიდან და იონიის ზღვაში ქარის ძალა 7 ბალსაც მიაღწევს, ბუფორტის სკალით, ეგეოსის ზღვაზე კი 6 ბალი დაფიქსირდება.

ტემპერატურა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მაქსიმუმ 26-28 გრადუსამდე აიწევს, ხოლო აღმოსავლეთით ჰაერი 28-30 გრადუსამდე გათბება.

მოსახლეობამ იონიის კუნძულებზე და პელოპონისოს ნაწილში განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ძლიერი წვიმის დროს.

 

onalem

ტესტ