fbpx
საბერძნეთი

ათენი: როცა მაგდა ფისა ჩვენებას აძლევდა, იანის ლაგოს ადვოკატმა ნაცისტური მისალმების ჟესტი გააკეთა

“ოქროს განთიადის” კიდევ ერთი სასამართლო პროცესი დაძაბულ გარემოში შედგა. სწორედ იმ დროს, როცა კრიმინალური ორგანიზაციის მიერ მოკლული პავლო ფისას დედა, მაგდა ფისა ჩვენებას აძლევდა, ბრალდებული იოანის ლაგოს ადვოკატმა, კონსტანტინოს პლევრიმ ნაცისტური მისალმების ჟესტი გააკეთა.

ქ-ნ მაგდამ დასვა რიტორიკული კითხვა ლაგოსის პოლიტპატიმრობის სტატუსთან დაკავშირებით, რასაც პროცესის დამსწრეთა მხრიდან დიდი გამოხმაურება და ტაში მოჰყვა. ამის შემდეგ, სიტყვა ჰქონდა კონსტანტინოს პლევრის, რომელმაც თქვა, რომ საზღვარგარეთის სასამართლოში არავინ უკრავს ტაშს, მაგდა ფისამ კი უპასუხა: “საზღვარგარეთ რომ იყოთ, გაბედავდით, ნაცისტურ მისალმებას?! არ გრცხვენია, ფაშისტო?! არ გრცხვენია ამდენი დანაშაულის?!”

ადვოკატმა ნაცისტური მისალმების შემდეგ სასამართლო დარბაზი დატოვა.

onalem

ტესტ