fbpx
პოზიტივისაზოგადოებასაქართველო

“ოთახს ვალაგებდი და საფულე ვიპოვე… დიდი რაოდენობის თანხა იდო” – ქართველი ქალი, რომელმაც უცხოელს ფული დაუბრუნა

“ოთახს ვა­ლა­გებ­დი, რო­დე­საც სა­ფუ­ლე აღ­მო­ვა­ჩი­ნე. სამი სტუ­მა­რი მყავ­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ ერთ-ერთს სა­ფუ­ლე დარ­ჩა, რო­მელ­შიც დიდი რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხა იდო. და­ლა­გე­ბის დროს რა­ღა­ცე­ე­ბი გა­დავ­ყა­რე, მას­თან ერ­თად ტუ­რის­ტის მიერ საქრთვე­ლო­ში აღე­ბუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო ნო­მე­რიც. თუმ­ცა სა­ფუ­ლის პოვ­ნის შემ­დეგ, მივ­ბრუნ­დი და გა­დაგ­დე­ბუ­ლი ნო­მე­რი ნაგ­ვი­დან ამო­ვი­ტა­ნე, რათა მის­თვის და­კარ­გუ­ლი ნივ­თე­ბის შე­სა­ხებ მეც­ნო­ბე­ბი­ნა. დავ­რე­კე ნო­მერ­ზე… ვერ ავუხ­სე­ნი კარ­გად, არც მან იცო­და კარ­გად ინ­გლი­სუ­რი. შემ­დეგ ახ­ლო­ბელს გა­და­ვუგ­ზავ­ნე ნო­მე­რი და ვთხო­ვე, რომ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­ერ­კვია. რო­გორც მი­თხრეს, მთე­ლი გზა ტი­რო­და, ისე გა­უ­ხარ­დაო. მან ხომ არ იცო­და, სად ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი სა­ფუ­ლე. დღეს ვე­ლო­დე­ბო­დი, მაგ­რამ რო­გორც მი­თხრეს, ხვალ მოვა და კუთ­ვნილ ნივ­თებს წა­ი­ღებს”, – თქვა მზი­უ­რი ჯა­ფა­რი­ძე.

ქალბატონი მზიური მეს­ტი­ა­ში ერთ-ერთი სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­როს მე­პატ­რო­ნეა, რომელმაც ჩი­ნე­ლი ტუ­რის­ტის სა­ფუ­ლე იპო­ვა, სა­დაც დიდი ოდე­ნო­ბის თან­ხა, სა­ხელ­ფა­სო ბა­რა­თი და პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა იყო. ჯა­ფა­რი­ძე ჩი­ნელ ტუ­რისტს ხვალ ელო­დე­ბა, რათა თა­ვი­სი კუთ­ვნი­ლი ნივ­თე­ბი გა­დას­ცეს.

 

onalem

ტესტ