fbpx
საბერძნეთი

მომდევნო 10 დღის მანძილზე 20-21 გრადუსი საბერძნეთში – სეზონისთვის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა

ბოლო რამდენიმე დღეა საბერძნეთში საგრძნობლად დათბა და როგორც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური გვპირდება, კარგი ამინდები საკმაო ხანს გაგრძელდება.

როგორც სინოპტიკოსები იუწყებიან, მოსალოდნელია, რომ ქვეყანაში 20-21 გრადუსი დაფიქსირდეს, უმეტეს ტერიტორიებზე და აღნიშნული ვითარება 10 დღის მანძილზე შენარჩუნდება.

დასავლეთ მაკედონიაში ფიქსირდება 17 გრადუსამდე, როცა რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთი ნაწილი თოვლმა დაფარა, იპიროში ჰაერი 18 გრადუსამდე გათბება, თესალიაში 20-დან 21 გრადუსამდე, კიკლადესსა და დოდეკანესის კუნძულებზე, ისევე როგორც კრეტაზე, ჰაერი გათებბა 20-21 გრადუსამდე.

ატიკის რეგიონში ტემპერატურა დღეს კიდევ უფრო მოიმატებს და თუ გუშინ 18 გრადუსი იყო, ახლა 21 გრადუსს მიაღწევს, ხოლო თესალონიკში მოსალოდნელია 19 გრადუსი.

onalem

ტესტ