fbpx
საბერძნეთი

2017 წელს საბერძნეთი 26 მილიონზე მეტ ტურისტს ელის

საბერძნეთის ტურიზმის ფედერაციის განცხადებით, წელს საბერძნეთი 26 მილიონ ტურისტზე მეტს მიიღებს, განსხვავებით 2016 წლისგან, როდესაც ქვეყანაში 24,8 მილიონი ტურისტი შემოვიდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ თუ საზღვაო კრუიზებსაც ჩავთვლით, აღნიშნული მაჩვენებელი 28, 5 მილიონს მიაღწევს.

აღსანიშნავია, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 14,2-14,5 მილიარდი ევრო იქნება, რაც მთლიანი შიდა პროდუქტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია.

ხაზგასმულია, რომ საბერძნეთის ტურიზმის ინდუსტრიას სჭირდება ახალი ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც ჩამოაყალიბებდება კონკრეტული გამოწვევები, შექმნება ახალი სტრატეგიები და ვადები, რომლებიც მიზნად ისახავს განვითარებას და დაფინანსების ახალი წყაროების მოძიებას. ტურიზმის პროდუქტი უნდა გახდეს მეტად კონკურენტუნარიანი და ინოვაციური.

onalem

ტესტ