fbpx
საბერძნეთიფინანსები

საბერძნეთის შემოსავლების სამსახური ახალ სისტემას ნერგავს – გაკონტროლდება საბანკო გადარიცხვები

საბერძნეთის საჯარო შემოსავლების სამსახური, ΑΑΔΕ, ააქტიურებს ახალ სისტემას, რომლის საშუალებითაც საგადასახადო შემოწმების მექანიზმი უშუალოდ იძენს წვდომას საბანკო დეპოზიტების, სესხების, ინვესტიციებისა და ზოგადად, გადარიცხვების მონაცემებზე.

ΑΑΔΕ-მ ბოლო პერიოდში სხვადასხვა საშუალებები შეიმუშავა გადასახადების თავიდან არიდების მცდელობებთან საბრძოლბელად და ათასობით ჯარიმაც დაწესდა აღნიშნული დარღვევების გამო, მაგრამ “შავი ფული” ჯერ კიდევ აქტიურად ტრიალებს და უმეტესი ტრანზაქციები სახელმწიფოს ყურადღების მიღმა რჩება.

საუბარია ავტომატური კონტროლის სისტემაზე, რომელიც ონლაინ რეჟიმში მიაწვდის ინფორმაციას ფინანსური ტრანზაქციების მონაცემების ანალიტიკის შესახებ და შესაბამისად, აუდიტს ექნება ზუსტი ინფორმაცია გადარიცხვების, ინვესტიციებისა და მარტივი გახდება დასაბეგრი “მასალის” რაოდენობის დადგენა.

“საბანკო ანგარიშის Nexus Crosscheck-ის აპლიკაციის – BANCAPP” მეშვეობით, როგორც კი გადასახადის გადამხდელზე გაიცემა შემოსავლისა და აქტივების შემოწმების ბრძანება, მოთხოვნა საბანკო ინფორმაციის მიღების შესახებ ავტომატურად გაიგზავნება, ადამიანის ჩარევის გარეშე. ორი დღის განმავლობაში ΑΑΔΕ-ს ექნება შესაბამისი პასუხები ბოლო ხუთი წლის საბანკო ანგარიშებსა და აქტივებზე.

onalem

ტესტ