fbpx
საბერძნეთი

1-ლი იანვრიდან 31 მარტამდე მოსულ ელ. ენერგიის ქვითარზე ფასდაკლება 45-დან 480 ევრომდე

5 თებერვალს საბერძნეთში დაიხურა პლატფორმა, რომელიც განკუთვნილი იყო სახელმწიფოსგან დახმარების მისაღებად, ელ. ენერგიის მოხმარების საფასურის გადახდისთვის. შევიდა დაახლოებით 480.000 განაცხადი აღნიშნული დახმარების მისაღებად.

საინტერესოა, თუ რა სახით მივიღებთ თანხას, თუკი განაცხადი დაგვიკმაყოფილდა?

თანხები, რომლებიც გვეკუთვნის, განაცხადის გაკეთების დროსვე ისახება სისტემაში, მაგრამ აღნიშნულ რაოდენობას არ მივიღებთ საბანკო ანგარიშზე. როგორც აღნიშნულია, ეს თანხა, პირობითად, 50 ევრო, ჩამოიჭრება, ელექტრო ენერგიის გადასახადიდან იმ ქვითარზე, რომელიც მოვა განაცხადის გაკეთების შემდეგ.

საუბარია 1-ლი იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდში მოსულ ქვითრებზე, რომლებიც მოვა ფასდაკლებით და განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენი ევრო გვეკუთვნის სხვადასხვა პირობების მიხედვით, მინიმალური ფასდაკლება გახლავთ 45 ევრო, ხოლო მაქსიმალური 480 ევრო.

onalem

ტესტ