fbpx
საბერძნეთი

მეტეოროლოგების განცხადება: წვიმა და თოვლი საბერძნეთში

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის საგანგებო განცხადებით, ხვალ, შაბათს, ამინდი გაუარესდება დასავლეთ საბერძნეთში, ხოლო კვირას ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში.

მოსალოდნელია ამინდის უეცარი ცვალებადობა, რასაც თან მოსდევს ძლიერი წვიმა, ქარი და მთიან რეგიონებში თოვლიც კი.

კერძოდ:

1) დასავლეთ საბერძნეთში შაბათს შუადღიდან კვირას დილამდე სინოპტიკოსები ძლიერ წვიმასა და ქარს პროგნოზირებენ. კვირას დილით ითოვებს მთიან და ნახევრადმთიან რეგიონებში, იპირუსა და დასავლეთ მაკედონიაში.

2) კვირას შუადღემდე იწვიმებს აღმოსავლეთ მაკედონიაში, თრაკიში, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე, ასევე დოდეკანესის კუნძულებზე.

onalem

ტესტ