fbpx
საზოგადოება

თესალონიკში 89 წლის ქალი დააკავეს, რადგან 90 წლის ქმარი ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს

ბერძნული მედია ავრცელებს ინფორმაციას შემთხვევის შესახებ, რომელიც თესალონიკში დაფიქსირდა. როგორც ირკვევა პოლიციამ ფორმალურად დააკავა 89 წლის ქალი, რადგან მის წინააღმდეგ მისსავე მეუღლეს ჰქონდა საჩივარი შეტანილი. ქალი სასამართლოში, სხეულის განზრახ დაზიანების ბრალდებით გადაიყვანეს.

საქმე შემდეგში მდგომარეობს, რომ 90 წლის მამაკაცი მეუღლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მას ბოლო 6 თვის მანძილზე მხედველობის პრობლემები აქვს. საჩივრის მიხედვით, ქალი ბოლო 10 წლის მანძილზე ურტყამდა და არც შესაბამისად კვების საშუალებას აძლევდა. როგორც პოლიციაში თქვა, ორი დღე ნორმალურად არ უჭამია: “ჯობს მოვკვდე, რომ მანაც დაისვენოს და მეც.”

მამაკაცის სიტყვებს ადასტურებს მეზობელიც, რომელიც ამბობს, რომ ცოლი ქმარს ნამდვილად უსწორდებოდა ფიზიკურად, განსაკუთრებით ურტყამდა კიდურებზე. ბოლო მსგავსი ეპიზოდი 13 ივნისს, გუშინ მოხდა და მიუხედავად იმისა, რომ დაუძახა გაჩერებულიყო, ქალმა არ მოუსმინა და ქმრის ცემა განაგრძო.

დაგეგმილია, რომ მოხუც მამაკაცს ჩაუტარდეს ექსპერტიზა, რათა მისი საჩივრის ნამდვილობა დადასტურდეს. წყვილს ჰყავს ვაჟი, თუმცა, საზღვარგარეთ ცხოვრობს და სავარაუდოდ, არ აქვს სწორი ინფორმაცია მშობლების, განსაკუთრებით მამის რეალური ყოფის შესახებ.

 

onalem

ტესტ