fbpx
საზოგადოება

“სამეფო შეზლონგი” – რა ღირს საბერძნეთის კუნძულის სანაპიროზე დღის გატარება

შეიძლება მაისსა და ივნისში საბერძნეთის რამდენიმე კუნძულზე ქოლგები და შეზლონგი უფასოდაც კი იპოვოთ, მაგრამ ახლა ივლის-აგვისტოს თვეში, როდესაც ტურიზმის ბუმია, ფასებს ცეცხლი უკიდია.

ბერძნული მედია ინფორმაციას ავრცელებს კუნძულ ნაქსოსზე, აგიოს პროკოპის სანაპიროზე არსებულ ფასებთან დაკავშირებით, თუ რა ჯდება ზღვაზე ერთხელ გასვლა, თუკი იქ იმყოფებით.

როგორც ფოტოზე ჩანს, მხოლოდ ერთი შეზლონგის ფასი 20 ევროს აღწევს, ხოლო თუ “სამეფო შეზლონგს” მოინდომებთ, 30 ევროს გადახდა მოგიწევთ.

აღსანიშნავია, რომ მიკონოსზე, ორნოს სანაპიროზე ორი შეზლონგის ღირებულება წინა რიგში 36 ევროა, ხოლო უკანა რიგს თუ დასჯერდებით, მხოლოდ 26 ევროს გადაიხდით.

onalem

ტესტ