fbpx
საბერძნეთი

ათენი: ქართველი და ალბანელი “აპოკლისტიკების” გამო ბერძენი ექთნების ხელფასები იკლებს

ბერძნული მედიასაშუალება, “ΕΘΝΟΣ”, ვრცელ სტატიას უთმობს თემას, რომელიც ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა და საავადმყოფოებში არაკანონიერად მომუშავე პირებს ეხებათ. სტატიაში ხაზგასმულია ქართველი და ალბანელი ქალების მდგომარეობის სიმძიმე. ასევე, საუბარია იმაზე, რომ მათი ნამუშევრის ნახევარზე მეტს სხვები იღებენ.

“ΕΘΝΟΣ”-ის მიხედვით, არაკანონიერ პერსონალურ ექთნებად, ანუ “აპოკლისტიკებად”, ძირითადად ქართველი და ალბანელი ქალები მუშაობენ. ისინი ზოგჯერ თვითნებურად, ზოგჯერ კი გარკვეული ფსევდო-ოფისების საშუალებით ახერხებენ აღნიშნული სამუშაოების გამოძებნას და დიდი რისკის ფასად ღამეებს ათენებენ ავადმყოფებთან, მცირე ხელფასის ფონზე.

როგორც პოლიცია აცხადებს, პირველ რიგში დამნაშავეები ის ადამიანები არიან, რომლებიც ქმნიან ე.წ. “ოფისებს”, საიდანაც ქალებს ასაქმებენ და მათი ნამუშევრის 80%-ს თავად იდებენ ჯიბეში, კლიენტებს არ აძლევენ არანაირ გარანტიას, რომ მათ არ დააპატიმრებენ მუშაობის პერიოდში და ქართველი ქალებიც, ცხადია, გაჭირვების გამო, 30 ევროს გამო საათებს შიშში ატარებენ.

გაიანე კასარძიანის შემთხვევა, რომელიც პანიკის ფონზე, ფანჯრიდან გადმოხტა და გარდაიცვალა, ამის კარგი მაგალითია, თუმცა, პოლიცია საქმის სიღრმისეულად გამოძიებას ცდილობს. ვინ ახდენს უცხოელი ქალების ექსპლოატაციას? – ეს მთავარი კითხვაა.

მეორეს მხრივ, ბერძენი ექთნები, რომლებიც საავადმყოფოებში ოფიციალურად მუშაობენ და ნამდვილად აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია, ამბობენ, რომ მათი ხელფასები, უკანონო “აპოკლისტიკების” ფონზე, კლებას იწყებს.

რატომ?!

თუკი ღამეში ბერძნებს 120 ევრო უნდა გადაუხადონ, პაციენტის პატრონები ან მათი “დამსაქმებლები” ქართველ ან ალბანელ ქალებს იგივე საქმეში 50 ევროს სთავაზობენ და ისინიც უყოყმანოდ თანხმდებიან მსგავს სამსახურს. გამომდინარე აქედან, ბერძნები ექთნები სჯერდებიან იგივე თანხას ან რჩებიან სამუშაოს გარეშე.

ხშირ შემთხვევებში, ქალებს, რომლებიც ამგვარად მუშაობენ, არათუ ექთნობის დამადასტურებელი დოკუმენტები, არამედ საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების უფლებაც კი არ აქვთ, რაც რისკებს ასმაგად ზრდის.

onalem

ტესტ