fbpx
საზოგადოება

ბერძენმა ქალმა ექთანი სცემა, რადგან მისი დედის გასინჯვა დააგვიანეს

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი თესალონიკში მოხდა. ქალმა თავისი დედა გარკვეული ანალიზების ასაღებად “პაპაგეორგიუს” საავადმყოფოში მიიყვანა.

როგორც ირკვევა, იმ მომენტისთვის პერსონალი დაკავებული იყო და მოხუცის გასინჯვა დროულად ვერ მოხერხდა. პროცესის გაჭიანურებამ კი მისი შვილი მდგომარეობიდან გამოიყვანა და საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ქალი ექთანს დაესხა თავს და ცემა დაუწყო. მას თავზე კონტროლი ჰქონდა დაკარგული, რის გამოც მხოლოდ დაცვის თანამშრომელმა მოახერხა, რომ ადგილიდან გაეყვანა. თუმცა, ქალმა ისიც სცემა.

მოგვიანებით გამოიძახეს პოლიციაც და დამნაშავეცა და დაზარალებული განყოფილებაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ