fbpx
საზოგადოებასაქართველო

ყოველ მეოთხე ქართველს საზღვარგარეთ უნდა ცხოვრება

საქართველოში ყოველ მეოთხე მოქალაქეს საზღვარეგარეთ სურს ცხოვრება. ქართველებისთვის საცხოვრებლად ყველაზე სასურველი ქვეყნებია გერმანია და აშშ. ამის შესახებ IPM-ის კვლევაში წერია.

კვლევაში მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი. თითოეული გამოკითხული ქვეყნიდან 1200-მა ადამიანმა უპასუხა კითხვას, რამდენად გადავიდოდნენ სხვა ქვეყანაში მუდმივად საცხოვრებლად, თუ ამის შესაძლებლობა ექნებოდათ. საკუთარი ქვეყნიდან საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა ყველაზე ნაკლებად აზერბაიჯანელებს სურთ (78%), შემდეგ მოდიან ქართველები (60%), ხოლო სომხების და რუსების თანაბარ რაოდენობას (47%) არ უნდა სხვა ქვეყანაში ცხოვრება.

IPM-ის ცნობით, ქართველი ემიგრანტების რიცხვი ბოლო წლებში კლებადია. საქსტატის ბოლო სამი წლის (2014-2016 წწ.) მონაცემების მიხედვით, იზრდება ემიგრანტთა ნაკადი საქართველოდან, მაგრამ ეს ხდება არა საქართველოს მოქალაქეების, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეების საქართველოდან გასვლის შედეგად (წყარო: საქართველოს 2017 წლის მიგრაციის პროფილი).

onalem

ტესტ