fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

ბერძენმა მოხუცმა თაღლითს კარი გაუღო და 10.000 ევრო მისცა – კიდევ ერთი სატელეფონო თაღლითობა

სატელეფონო თაღლითობას, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ საინფორმაციო გამოშვებებში ხშირად აცხადებენ, კიდევ ერთი ბერძენი მოხუცი ემსხვეროლა. ბოლო დროს გამოჩნდა პეციალური რეკლამაც, სადაც მოსახლეობას მოუწოდებენ, ნუ ენდობიან პირებს, რომლებიც ტელეფონზე რეკავენ და სხვადასხვა მიზეზით ფულს ითხოვენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა თაღლითმა მას ტელეფონზე დაურეკა და პოლიციელად გაეცნო. უთხრა, რომ მისი გოგონა მანქანით ადამიანს დაეჯახა და მოკლა. ამის ფონზე კი მისგან თანხას ითხოვდნენ. მოხუცი ქალი ანერვიულდა და მაშინვე დაიწყო სახლში შენახული ფულის ჩალაგება. მას არც კი უთხოვია, რომ შვილი დალაპარაკებოდა, რათა სიტუაციაში ზუსტად გარკვეულიყო.

როგორც 73 წლის ბერძენს უთხრეს, მის სახლთან მივიდოდა მამაკაცი, ვისთვისაც თანხა უნდა გადაეცა, ისიც დაელოდა, შემდეგ კარი გაუღო და 10.000 ევრო მისცა. ცხადია, თაღლითი რამდენიმე წამში გაუჩინარდა. ქალი კი გვიან მიხვდა, რომ ეს უბრალოდ დადგმული სპექტაკლი იყო.

მან პოლიციაში განაცხადა და დამნაშავეთა დასაკავებლად პოლიციამ მუშაობა უკვე დაიწყო.

onalem

ტესტ