fbpx
საბერძნეთი

საბერნეთში ზამთარი საკმაოდ დააგვიანებს – ცივი ჰაერის მასების შემოჭრა მხოლოდ ნათლისღების შემდეგ

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საბერძნეთში ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი დეკემბერი გვაქვს და როგორც სინოპტიკოსები იუწყებიან, ზამთარი ამ ქვეყანაში მოსვლას საკმაოდ დააგვიანებს. უფრო სწორად რომ ვთქვათ, უკვე დააგვიანა კიდეც.

ფაქტობრივად, მთელი თვის მანძილზე მხოლოდ და მხოლოდ 4 დღე იყო ისეთი, როდესაც ტემპერატურა სეზონისთვის დამახასიათებელზე ქვემოთ ჩამოვიდა.

ერთადერთი ცვლილება, რაც ხვალიდან დაფიქსირდება, მცირე ნალექია, თუმცა, ტემპერატურის ვარდის გარეშე. წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ საბერძნეთის ჩრდილოეთით, ჰაერი 14-16 გრადუსამდე გათბება, სამხრეთით 17-18 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ლაკონიასა და ფთიოტიდაში 20 გრადუსსაც კი მიაღწევს.

ERT-ის მეტეოროლოგის, პანაიოტის იანოპულოს თქმით, ეს დეკემბერსი საბერძნეთში 1890 წლის შემდეგ ყველაზე თბილია.

როგორც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, ქვეყანაში ცივი ჰაერის მასები მხოლოდ ნათლისღების დღესასწაულის შემდეგ შემოიჭრება და ტემპერატურა სეზონისთვის დამახასიათებელ მაჩვენებელს დაუბრუნდება.

onalem

ტესტ