fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთში დაგეგმილი 40-მდე ქორწილი ჩაიშალა, რომლისთვისაც უცხოელებს თანხა გადახდილი ჰქონდათ

“ჩვენ დავგეგმეთ ქორწილი კუნძულ კოსზე, ერთ-ერთ სასტუმროში და ათობით სტუმარი უნდა გვყოლოდა. ყველაფრისთვის გადავიხადეთ და ახლა უბრალოდ განადგურებულები ვართ,” ამბობს ბრიტანელი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც საოცნებო ქორწილი ჩაეშალა.

როგორც ირკვევა, მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა ტურისტულმა კომპანიამ, TUI, დაკარგა კონტრაქტი კუნძულ კოსზე არსებულ სასტუმროსთან, რის გამოც, დაახლოებთ 40 წყვილის საოცნებო ქორწილი ჩაიშალა.

რთული წარმოსადგენია, რომ როდესაც ყველა დეტალი გათვლილი და დაგეგმილია, მოგზაურობის, ცერემონიის ხარჯები დაფარული და ერთ დღეს ეს ყველაფერი უბრალოდ უქმდება. თუმცა, სამწუხაროდ, ეს რეალობაა და ბრიტანელი ნეფე-პატარძლები იძულებულნი იქნებიან თავიანთი ქორწილი სხვაგან გამართონ.

როგორც ირკვევა, ტურისტული კომპანია შეეცდება, რომ კლიენტებს სხვა მიმართულებები შესთავაზოს, მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთის კუნძულებზე ქორწილი უდაოდ საუკეთესო არჩევანია, თუკი ამისთვის ფინანსური შესაძლებლობა არსებობს.

onalem

ტესტ