fbpx
საბერძნეთი

როგორ იმუშავებს ხვალ ათენში მეტრო და ტრამვაი – ცვლილებები 28 ოქტომბერს!

ხვალ, 28 ოქტომბერს ათენის ცენტრალური გზები და გამზირები გადაიკეტება და მოსწავლეთა მარშის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიცვლება.

საბერძნეთის პოლიციის მიერ გაცემული ბრძანების თანახმად:

მეტროსადგური “სინდაღმა” დაიკეტება 08:00 საათიდან და მატარებლები ჩაივლიან გაჩერების გარეშე. სადგური დაკეტილი დარჩება იქამდე, ვიდრე პოლიცია მისი გახსნის ბრძანებას არ გასცემს, ეს სავარაუდოდ, მოხდება მარშის დასრულების შემდეგ.

ტრამვაის მე-6 ხაზის, “პიკროდაფნი-სინდაღმა”, ბოლო გაჩერება დროებით იქნება სადგური “ფიქს”, დილის 08:00 საათიდან.

ტრამვაის მე-7 ხაზის, “ასკლიპიიუ ვულას-აგია ტრიადა პირეა”, ბოლო გაჩერება დროებით იქნება “სეფ” დილის 09:00 საათიდან.

აღნიშნული ტრანსპორტის მოძრაობის ჩვეულ რეჟიმში აღდგენაც მოსალოდნელია მარშის დასრულების შემდეგ.

onalem

ტესტ