fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: პირველი ემიგრანტი, რომელმაც სასამართლოს გზით სქესი ოფიციალურად შეიცვალა

ის პირველი ემიგრანტია საბერძნეთში, რომელმაც მას შემდეგ, რაც ქვეყნისგან თავშესაფრის საბუთი მიიღო, სასამართლოს ოფიციალურ დოკუმენტებში საკუთარი სქესის შეცვლის მოთხოვნით მიმართა და მოთხოვნა დაუკმაყოფილდა კიდეც. ის ახლა ოფიციალურადაც ქალია, თუმცა, მანამდე მის საბუთებში მამაკაცი ეწერა.

ოლივია მ. ბანგლადეშიდან არის და საბერძნეთისგან თავშესაფარი 2018 წლის 20 აპრილს მიიღო. შემდეგ ადვოკატი აიყვანა და ბიჭმა, რომელიც თავს მუდამ გოგონად გრძნობდა, მიტილინის სასამართლოს სქესის შეცვლის მოთხოვნა წაუყენა.

ოლივიას მუდმივად წინააღმდეგობა ჰქონდა სკოლაში, თანაკლასელები ჩაგრავდნენ და ოჯახი და გარემო, სადაც ის ცხოვრობდა, მას ყოველთვის არასწორად უყურებდა. ამის გამო მისმა დედამ გადაწყვიტა შვილებთან ერთად საბერძნეთში წამოსულიყო და ამისთვის ქმარს თანხა მოპარა. ოლივია ლესვოსზე ცხოვრობს და ერთი წელია, რაც რესტორანში მუშაობს.

როგორც თავად ამბობს, მისთვის მიტილინის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ბევრ პრობლემას მოუგვარებს. ეს ჩვენ უფლებებს გვაძლევს და იცავს კიდეც მათ.

 

onalem

ტესტ