fbpx
საზოგადოება

“35 წლის შემდეგ ვფიქრობდი ბავშვის გაჩენაზე, მაგრამ მივხვდი, რომ არაფერ კარგს არ მომიტანდა” – ზეტა მაკრიპულია

ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი, ზეტა მაკრიპულია ნიკოს ხაძინიკოლაუს გადაცემაში იყო მიწვეული, სადაც საკმაოდ პირად საკითხებზე ისაუბრა. მაკრიპულიამ განმარტა, თუ რატომ არ დაოჯახდა აქამდე და ისაუბრა გადაწყვეტილებაზეც, რომელიც შვილის ყოლას უკავშირდება.

“ქორწინება არასოდეს ყოფილა ჩემი მიზანი, ეს სიტყვა არაფერს მეუბნება. როდესაც სერიოზული ურთიერთობები მქონდა, მათ ისე განვიცდიდი როგორც ქორწინებას, როგორც დაქორწინებული ისე ვცხოვრობდი, რაც შეეხება ოჯახურ ღირებულებებს, ამ ურთიერთობებში სწორედ ეს ღირებულებები მქონდა და ერთგულად ვიცავდი მათ. 

გვირგვინის დადგმას არ აქვს მნიშვნელობა. ეს არის სოციალური ვალდებულება და მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიფიქრებდი ოფიციალურ ქორწინებაზე, თუკი შვილი მეყოლებოდა. ვალდებულებებთან დაკავშირებით პრობლემა მაქვს, 35 წლის შემდეგ ყოველ ჯერზე, როცა ვფიქრობდი, რომ შვილი გამეჩინა, მიზეზები, რომელთა გამოც ჩემი გონება ამ ფიქრებში მიდიოდა, შეცდომა იყო. ყველა ეს მიზეზი არასწორი იყო, სრულიად ეგოისტური და ბოლოს მივხვდი, რომ შვილის ყოლა პიროვნულ განვითარებაში კარგს არაფერს მომიტანდა,” ამბობს მსახიობი.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მაკრიპულია ფეხმძიმედ იყო, თუმცა, როგორც ჩანს, შოუბიზნესის ცნობილ სახეს გადაწყვეტილი აქვს, რომ დედა არ გახდეს.

onalem

ტესტ