fbpx
კრიმინალისაზოგადოება

“დიანა ბერიძის ბრალეულობა 90%-ია” – ექსკლუზიური გადაცემა ტელეკომოანია STAR-ზე

მას შემდეგ, რაც თესალონიკში, ექიმის მიერ მოკლული 36 წლის დიანა ბერიძის საქმეზე საავადმყოფომ გარკვეული განცხადებები გააკეთა, ბერძნულმა მედია სივრცემ ქართველი ქალის გარდაცვალების შემთხვევას მეტი დრო დაუთმო და ტელეკომპანია STAR-ზე, გადაცემაში, “Αλήθειες με τη Ζήνα”, ისაუბრეს ადვოკატებმა, საავადმყოფოს წარმომადგენლებმა და დიანა ბერიძის მეუღლემაც.

როგორც ირკვევა, საავადმყოფო ოჯახისთვის მოთხოვნილი 5 მილიონიანი კომპენსაციის გადახდას არ აპირებს და ხაზგასმით აცხადებს, რომ დიანა ბერიძე საკუთარ სიკვდილში თავას არის დამნაშავე. მან იცოდა, თუ როგორ და რა პირობებში გაუკეთდებოდა ოპერაცია და ექიმს ამ ყველაფერზე დათანხმდა. ამის გამო, მომხდარში მისი ბრალეულობა 90%-ია. ეს ნიშნავს, რომ დიანა ბერიძე, ფაქტობრივად, სიკვდილზე დათანხმდა.

“განადგურებულები დავრჩით. შვილებთან იმის თქმა, რაც საავადმყოფომ გვიპასუხა, ვერ გავბედეთ. ეს არის ის, რასაც ყველაზე ნაკლებად ველოდით. როგორ არის შესაძლებელი პაციენტისთვის, ექიმთან ორი შეხვედრის შემდეგ შეაფასოს მისი კვალიფიკაცია და განსაზღვროს, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ოპერაციას. მე ვიტყოდი, რომ საავადმყოფოს ჰქონდა ვალდებულება შეემოწმებინა და თვალყური ედევნებინა ამ ექიმისთვის, თუმცა, მათ ეს არ გააკეთეს და ყველაფერი მათი დაუდევრობის შედეგია,” ამბობს გარდაცვლილი ქართველი ქალის მეუღლე.

იხილეთ გადაცემა 22:45 წუთიდან:

 

onalem

ტესტ