fbpx
პოზიტივისაზოგადოება

დიდი ცვლილებები ათენის ტრანსპორტში – 200 ახალი ავტობუსი და 550 ახალი სამუშაო ადგილი

ათენის ურბანული ტრანსპორტის გაძლიერებისთვის დაგეგმილი პროექტი მოქმედებაში შედის. ΟΣΥ-მ პირველი ნაბიჯი გადადგა და ახლა პროექტი ფორმალური ფაზიდან ტრაქტიკული განხორციელების ფაზაში გადადის.

ათენის საინფორმაციო სააგენტოს მიხედვით, ქალაქს სულ მალე 200 ახალი ავტობუსი დაემატება და შესაბამისად გაჩნდება ასობით სამუშაო ადგილი.

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მოხდება 550-მდე ახალი მძღოლის დაქირავება, რომლებიც ამ ავტობუსებზე იმუშავებენ.

ათენში გაიზრდება ტრანსპორტის მოძრაობის სიხშირე და ადგილობრივი მთავრობა იმედოვნებს, რომ შემცირდება გადატვირთულობა ავტობუსებში, რაც ავტომატურად შეამცირებს კორონავირუსის გავრცელების შანსებსაც.

onalem

ტესტ