fbpx
საზოგადოება

გმირი მაშელი ქალი და დაუღალავი ბრძოლა გუშინ ატიკის უკონტროლო ხანძართან

ანავისოს ტერიტორიიდან სულისშემძვრელი კადრები ვრცელდება. ვისაც არ გამოგვიცდია, ნაკლებად შეგვიძლია გავიგოთ, რამხელა შიშის, უსუსურობის გამოწვევა შეუძლია ჩვენს წინაშე გამძვინვარებულ უკონტროლო ხანძარს, თუმცა, ეს ერთადერთი შეგრძნება არ არის.

როგორც უკვე ცნობილია, ანავისოს ტერიტორია ძლიერმა ხანძარმა გაანადგურა და ცეცხლის კონტროლის არეში მოსაქცევად მაშველებმა ტიტანური შრომა გასწიეს. მათ შორის არის ქალი, რომელსაც გმირი შეიძლება ეწოდოს. კატერინა იოანიდუ სარონიკის სამოქალაქო დაცვაში მუშაობს და პირველივე წუთებში გაჩნდა იქ, სადაც საჭირო იყო.

notia.gr-ის მიხედვით, იოანიდუს ცხოვრების უდიდესი ნაწილი ამ საქმიანობას უკავია და გარდა ამისა, ცხოველთა დაცვასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ უამრავ აქტივობაში იღებს მონაწილეობას.

მაშველი ქალის სახეზე იკითხება ბრძოლის სირთულის და ყველა იმ ემოციის კვალი, რასაც იმ მომენტში განიცდის.

ÐõñêáãéÜ óôçí ÊåñáôÝá ôçí Ôñßôç 9 Óåðôåìâñßïõ 2020.
(EUROKINISSI/ÖÙÔÇÓ ÂÑÏÔÓÇÓ)

 

onalem

ტესტ