fbpx
საზოგადოება

საბერძნეთში ჩამოსვლა უნდოდათ და შემთხვევით, სოფელ ათენში აღმოჩნდნენ

საბერძნეთის დედაქალაქი ბევრი ადამიანისთვის სასურველი დანიშნულების ადგილია და ყოველ წელს, ცხადია, მილიონობით ტურისტი სტუმრობს. რამდენიმე დღის წინ კი საკმაოდ უსიამოვნო და ამავე დროს სახალისო ინციდენტი შეემთხვათ ადამიანებს, რომლებსაც ათენის მონახულება სურდათ.

კერძოდ, კოლუმბიელი ტურისტები მსოფლიოს ტურზე იმყოფებოდნენ და გადაწყვიტეს შემდეგ ქალაქი, რომელსაც ესტუმრებოდნენ, ათენი ყოფილიყო. ისინი თვითმფრინავში ჩასხდნენ… ჩაფრენის შემდეგ, რამდენიმე საათი ავტობუსით იმგზავრეს და თავი იტალიის პატარა სოფელში ამოყვეს, სადაც 3.000 ადამიანი ცხოვრობს.

სოფელი ნაპოლთან ახლოს მდებარეობს და ათენა ლუკანა ჰქვია. მისი მაცხოვრებელი ამბობს, რომ თავდაპირველად სჯეროდათ, რომ ეს სამი ადამიანი, რომელიც მხოლოდ ესპანურად ლაპარაკობდა, ლათინური მუსიკის საღამოსთვის მივიდა, რომელიც ისე დაემთხვა, რომ სოფელში სწორედ იმ დღეს იმართებოდა.

ყველაფერი მაშინ გამომჟღავნდა, როდესაც კოლუმბიელებმა აკროპოლის  და სხვა ბერძნული ღირშესანიშნაობების ძებნა დაიწყეს. ადგილობრივებმა მათ აუხსნეს, რომ დიდი შეცდომა დაუშვეს და საბერძნეთში არ იმყოფებოდნენ. ტურისტები შოკში ჩავარდნენ და მაშინვე დაიწყეს რომი-ათენის მიმართულებით ბილეთების ძებნა, რომლებიც ფრენამდე ბოლო წუთს შეიძინეს და თითო ადამიანს მინიმუმ 700 ევრო დაუჯდა.

“მათ ისეთი სახეები ჰქონდათ, რომ ჩვენ არც კი გვიფიქრია გადაგვეღო სელფი, ამ ყველაფრის დასამახსოვრებლად,” ამბობს იტალიის სოფლის მაცხოვრებელი.

 

 

onalem

ტესტ