fbpx
საზოგადოება

რომელი ტრანსპორტი იმოძრავებს ხვალ ომონიის მიმართულებით, გადაკეტილი გზების ფონზე?!

როგორც უკვე ცნობილია, ხვალ ათენის ცენტრში, მათ შორის, ომონიაზეც, გზები დილიდან გადაკეტილი იქნება.

მარათონების გამო, რომლებიც ხვალ დედაქალაქში გაიმართება 08:00 საათიდან 13:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდება ომონიის, სინდაღმის, ალექსანდრას, პატისიონის და რამდენიმე მთავარ გამზირზე.

გამომდინარე აქედან, ხვალისთვის მოსახლეობას მოუწოდებენ ომონიის მიმართულებით გამოიყენონ მეტრო ან ელექტრო მატარებელი, რადგან ავტობუსებისა და ტროლეიბუსების მოძრაობა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება.

13:00 საათიდან კი, როდესაც პოლიცია გზების გახსნის ბრძანებას გასცემს, ავტობუსები და ტროლეიბუსები ავტომატურად ამუშავდება და ომონიაზე გადაადგილება აღნიშნული ტრანსპორტით შესაძლებელი იქნება.

იხილეთ გზების სია, სადაც ხვალ ტრანსპორტი არ იმოძრავებს:

ომონიის მოედანი და მიმდებარე გზები

პანეპისტიმიუ

სტურნარი

პატისიონი (28 ოქტომბრის ქუჩა)

აკადიმია

სოლონოს

ეველპიდონ

გიზის მოედანი

ალექსანდრას

იპოკრატუს

თემისტოკლეუს

სინდაღმა

ამალიას

სიგრუს გამზირი

ვასილისის ოლგას

ვასილისის სოფიას.

onalem

ტესტ