fbpx
საზოგადოება

აღდგომის კვირა საბერძნეთში საზაფხულო ამინდით – როდის დათბება ქვეყანაში?!

ჯერჯერობით კონკრეტული სურათის განსაზღვრა რთულია, მაგრამ, როგორც ბერძენი სინოპტიკოსები გვპირდებიან, აღდგომის კვირას საბერძნეთში ტემპერატურა საგრძნობლად მოიმატებს.

ამ კვირაში ქვეყნის მასშტაბით წვიმს, თუმცა, 20 აპრილიდან, არსებული ვარაუდით, საბოლოოდ გამოიდარებს.

საკის არნაუტოღლუ ტელეკომპანია ERT-თან აღნიშნავს:

“რადგან აღდგომასთან დაკავშირებით მეკითხებით, ვიტყვი, რომ პროგნოზების გაკეთება ჯერ ადრეა. მაგრამ ჩანს, რომ წმინდა კვირაში ტემპერატურა მოიმატებს. რა თქმა უნდა, დეტალები მომდევნო კვირას გვეცოდინება”

onalem

ტესტ