fbpx
საზოგადოება

ხარდალიასი საგანგებო მდგომარეობას კიდევ ერთხელ აცხადებს: სად იხურება სკოლები ციკლონის გამო?!

სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილე საგანგებო მდგომარეობას კიდევ ერთხელ აცხადებს კონკრეტულ რეგიონებში. კერძოდ, ხმელთაშუაზღვიური ციკლონის გამო დიდი რაოდენობის ნალექის მოსვლა მოსალოდნელია: ილიასში, კეფალონიაზე, ახაიაში, ზაკინთოსზე, ეტოლოაკარნანიაში, მესინიაში და ითაკის ტერიტორიებზე.

დღეს გვიან გვექნება სურათი, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ატიკის რეგიონსა და კორინთიაში.

არსებული ინფორმაციით, ხვალ სკოლები დაკეტილი იქნება ილიასში და ზაკინთოზე. საუბარია ამ ტერიტორიებზე მდებარე აბსოლუტურად ყველა სკოლაზე. ხელმძღვანელობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მიიღო.

onalem

ტესტ