fbpx
საზოგადოება

გაიხსნება თუ არა საბერძნეთში კაფე-ბარები და ტავერნები ნაადრევად?! – სტელიოს პეცას განცხადება

გადაადგილების აკრძალვის მოხსნის შემდეგ ქუჩაშიც მეტი ხალხი შეინიშნება და როგორც საჯარო ტრანსპორტის ხელმძღვანელობა აცხადებს, ავტობუსებსა და მეტროში მგზავრთა ნაკადი შესამჩნევად გაიზარდა. საზოგადოების ნაწილმა მუშაობა დაიწყო, ნაწილმა კი ერთმანეთის მონახულება გადაწყვიტა, მაგრამ გარეთ გასასვლელად ყველაზე სასურველი ადგილები: კაფე-ბარები, ტავერნები და რესტორნები, ჯერ კიდევ დაკეტილია.

გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა ისინი 1 ივნისამდე გაცილებით ადრე გაიხსნას. როგორც მთავრობის სპიკერი, სტელიოს პეცასი აცხადებს, ვინც ჩქარობს, ის მეტად ბორძიკობს, ამიტომ ერთი კონკრეტული პასუხის გაცემა ამ საკითხზე შეუძლებელია.

“საზოგადოებრივი ჯანმრთელობა ყველაზე მთავარია, ამიტომ საჭიროა, რომ გავზომოთ აკრძალვების მოხსნის შედეგები. მეორე ნაბიჯი უკვე 11 მაისს იქნება, როდესაც გაიხსნება მაღაზიები და სკოლების ნაწილი. შემდეგ უკვე ექსპერტები გადაწყვეტენ, იქნება თუ არა შესაძლებელი ნაადრევად გაიხსნას კაფე-ბარები, ტავერნები და რესტორნები.

თუ დავინახავთ, რომ უახლოეს მომავალში ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი არ იზრდება, ყველა აღნიშნული დაწესებულება შესაძლოა 15 მაისის შემდეგ გაიხსნას, ანუ გაცილებით ადრე. ამ დრომდე კი ოფიციალურ თარიღად 1 ივნისი გვაქვს მხედველობაში.

რაც შეეხება ტურიზმის ამუშავებას, ვიმედოვნებთ, რომ 1 ივლისისთვის გვექნება საშუალება მივიღოთ ტურისტთა გარკვეული რაოდენობა,” განაცხადა პეცასმა.

ამრიგად, მომდევნო ერთ კვირაში ცნობილი გახდება, დაიწყებს თუ არა კაფე-ბარები მუშაობას ამ თვეში. ყველაფერი დამოკიდებულია ვირუსის გავრცელების დინამიკაზე, რომელიც საბერძნეთში საკმაოდ შეზღუდულია.

onalem

ტესტ