fbpx
კრიმინალი

წარმოუდგენელი ტრაგედია კვიპროსში: ორი თვის ფეხმძიმე გოგონა საკუთარმა ძმამ მოკლა

Protothema.gr წარმოუდგენელი ტრაგედიის შესახებ იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, კვიპროსში, ლარკანას ერთ-ერთ სოფელში 23 წლის მამაკაცმა საკუთარი 21 წლის და იმსხვერპლა, რომელსაც ამ საღამოს ნიშნობა უნდა ჰქონოდა.

ამბავს კიდევ უფრო ტრაგიკულს ხდის ის ფაქტი, რომ გოგონა ორი თვის ფეხმძიმე იყო.

როგორც 23 წლის ბრალდებული ამბობს, ეროვნულ გვარდიაში ვარჯიში ჰქონდა და ამის შემდეგ იარაღს სახლში წმენდდა, როდესაც ტყვია გავარდა და გოგონას თავის არეში მოხვდა.

მისი ჩვენება საეჭვოა და ვერაფრით დასტურდება, ვინაიდან ეროვნულმა გვარდიამ დიდი ხანია, კორონავირუსის გამო, ვარჯიშები შეაჩერა.

პოლიცია განიხილავს განზრახ ან შელაპარაკების ფონზე მკვლელობის ვარიანტებს, რადგან ის, რასაც 23 წლის მამაკაცი ამბობს, დიდი ალბათობით სიმართლეს არ შეესაბამება, რაც ლოგიკურად აჩენს კითხვებს და უნდობლობას მის მიმართ.

 

onalem

ტესტ