fbpx
ჯანმრთელობა

არცერთი გარდაცვლილი დღეს – საბერძნეთი ინფიცირებულთა რეკორდულად დაბალ რაოდენობას აფიქსირებს

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს საბერძნეთში კორონავირუსით არცერთი გარდაცვალება არ ფიქსირდება. ქვეყანა წარმატების კურსიდან არ გადადის და დღეს მხოლოდ და მხოლოდ 10 ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

საერთო ჯამში საბერძნეთში კორონავირუსი 2.642 ადამიანს დაუდგინდა.

როგორც ცნობილი გახდა, რეანიმაციულ განყოფილებაში მხოლოდ 35 პაციენტია მოთავსებული, ხოლო 81 პაციენტი მართვითი სუნთქვიდან მოხსნეს და მათ გამოჯანმრთელება შეძლეს.

ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ისიც, რომ დღეს გარდაცვალების შემთხვევები არ გვაქვს და საერთო ჯამში ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი 146-ს უდრის. სხვა ევროპულ ქვეყნებში კი ათასობით გარდაცვლილია.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათიდან, 4 მაისიდან, საბერძნეთში გადაადგილების საყოველთაო აკრძალვა გაუქმდა. ქვეყანა ევროპაში ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად სახელდება, სამოგზაუროდ.

onalem

ტესტ