fbpx
ჯანმრთელობა

“ათენი და თესალონიკი განსაკუთრებით მაღელვებს, ვირუსი ვრცელდება მთელ საბერძნეთში” – ხარალამბოს გოგოსი

ტელეკომპანია Mega-ზე ინფექციური დაავადებების პროფესორმა, ხარალამბოს გოგოსმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, აუცილებელია, რომ საზოგადოება იყოს ფხიზლად, ვინაიდან ვირუსის გავრცელება მთელი ქვეყნის მასშტაბით შეინიშნება.

“მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ახლა ცუდი გზით არ მივდივართ. მხოლოდ ერთი დღე იყო ისეთი, როდესაც ინფიცირების შემთხვევებმა 50-ს გადააჭარმა. ყველა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ჩვენ ვართ კარგ მდგომარეობაში, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ ვირუსის გავრცელების ყველანაირი სცენარისთვის.

განსაკუთრებით ვღელავ ათენსა და თესალონიკზე. კარანტინის შემდეგ, მეორე ეტაპი, განსაკუთრებით რთულია. იმიტომ, რომ ეს უკავშირდება რეგულარულ მონიტორინგსა და სპეციფიკურ ზომებს. ხალხმა უნდა მიიღოს კორონავირუსის შემდგომი ყოველდღიურობა.

ახლა კომუნიკაცია ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აკრძალვები. მოქალაქეებმა უნდა გააცნობიერონ სიტუაცია და დარწმუნდნენ, რომ აუცილებელია ზომების დაცვა. აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაიცვან საკუთარი თავიც და სხვებიც. 

რაც შეეხება ვაქცინას, მას ბევრი ეტაპის გავლა მოუწევს, ვიდრე დადგინდება, რომ ის დადებითად მოქმედებს მოწყვლად ჯგუფებზე,” აცხადებს გოგოსი.

onalem

ტესტ