fbpx
საზოგადოება

“საბერძნეთი არის ქვეყანა, რომელიც “ჭამს” საკუთარ ბავშვებს, სამწუხაროდ, ბერძენი დაიბადე” – 8 წელი მირტოზე თავდასხმიდან

საბერძნეთში ალბათ ცოტა ადამიანი მოიძებნება, რომელმაც არ იცის, თუ რა მოხდა 2012 წლის 22 ივლისს კუნძულ პაროსზე. 15 წლის გოგონა, მირტო, სანაპიროზე შიშველ მდგომარეობაში, მომაკვდავი საკუთარმა დედამ იპოვა. როგორც უკვე ცნობილია, მოზარდი 24 წლის პაკისტანელმა გააუპატიურა, შემდეგ ქვები ურტყა და ბოლოს კლდეზე გადააგდო, რომ მოეკლა.

მირტო გადარჩა, მაგრამ ზუსტად იმ დღის შემდეგ დამოუკიდებლად ცხოვრება აღარ შეუძლია. მან მიიღო დაზიანებები, რომლებიც აღუდგენელია და უკვე 8 წელია, რაც მფარველ ანგელოზად დედა ჰყავს.

გუშინ ქალმა სოციალურ ქსელში გულისამაჩუყებელი სტატუსი გამოაქვენა:

“ზუსტად 8 წლის წინ, ამ დღეს, ერთმა მონსტრმა ცხოვრება გაგინადგურა. ასე, უმიზეზოდ, როგორც აკეთებს ყველა კრიმინალი. ცხოვრება წაგართვა და წაგართვა ის სილაღე, რომელიც 15 წლის ბავშვს უნდა ჰქონდეს. წაგართვა ბედნიერება და გაგიმეტა, რომ წლები საავადმყოფოებსა და სარეაბილიტაციო ცენტრებში გაგეტარებინა.

შენ ცოცხლობ, რადგან ეს ღმერთს უნდა და გეხმარება. მაგრამ არა სახელმწიფოს, მან შენ დაგივიწყა და გვერდით მოგიტოვა, რომ დავიწყებას მიეცე… სირცხვილის გარეშე, რომ შენ მარტო იბრძვი, თითქოს და სახელმწიფო არ არის დამნაშავე იმაში, რაც ხდება. სამწუხაროდ, შენ დაიბადე ბერძენი. სანამ ვიცოცხლებ, ვიყვირებ და ვიბრძოლებ შენთვის და იმედს ვიქონიებ, რომ შედარებით უკეთესად მყოფს გნახავ.

ის მონსტრი მშვენივრად ცხოვრობს და მხოლოდ ჩვენ ვაგებთ პასუხს, სახელმწიფოც მშვენივრად აგრძელებს არსებობას და მხოლოდ შენ, ჩემო პატარავ, აგრძელებ ტანჯვას… და მეც შენთან ერთად. ეს არის ქვეყანა, რომელსაც ჰქვია საბერძნეთი. დამნაშავეები გამოდიან ციხიდან, რადგან სამუდამო პატიმრობა არ ნიშნავს სამუდამოს. საბერძნეთი არის ქვეყანა, რომელიც “ჭამს” საკუთარ ბავშვებს. მე არ ვამბობ ამას, ბევრს უთქვამს ჩემზე ადრეც და ეს სიმართლეა.

ამ ქვეყანაში, რომელსაც საბერძნეთი ჰქვია, მხოლოდ მსხვერპლი აგებს პასუხს, დამნაშავეები და მონსტრები კი არა,” წერს მარია კოტროცუ.

onalem

ტესტ