fbpx
საზოგადოება

ვარდინოიანები ფსიხიკოში, სპეცესსა და კასტრიში მდიდრულ სახლებს კარგავენ

უმდიდრესი ოჯახის ორი წევრი, რომელთა სახელიც ერთ-ერთ უმსხვილეს საზღვაო ხომალდების კომპანიას საბერძნეთში, ANEK-ს უკავშირდება, როგორც ჩანს, კრახისკენ მიდის.

გავრცელებული ინფორმაციით, ელენი და სიფი ვარდინოიანების ორი ქალიშვილი თავიანთ მდიდრულ სახლებს კარგავენ, რომლებიც ასევე მდიდრულ გარეუბნებსა და სპეცესის კუნძულებზე მდებარეობს.

ამალია-ანასტასია ვარდინოიანი, დიდი დავალიანების გამო, კარგავს ფსიხიკოში მდებარე შთამბეჭდავ სახლს. ქალი, დასთან ერთად, ინაწილებს ორსართულიან სახლს სპეცესის კუნძულებზე, რომელიც ასევე რისკის ქვეშაა. ხრისი ვარდინოიანი კი, კასტრიში მდებარე ფეშენებელურ საცხოვრებელს გამოემშვიდობება.

როგორც ცნობილი გახდა, თითოეული ბინა აუქციონზე იყიდება, რომელიც 9 მაისისთვის ოფიციალურად გამოცხადდება.

ამალია ვარდინოიანის დავალიანება, რომელიც პალეო ფსიხიკოში მდებარე სახლის გამო აქვს, 500.000 ევროს აღწევს. თუმცა, 2, 106 მილიონ ევროდ არის შეფასებული. სახლი 681,7 კვადრატული მეტრია, საცურაო აუზით, რომელიც ცალკე 45 კვადრატულ მეტრს იკავებს.

რაც შეეხება სპეცესზე მდებარე ვილას, ვარდინოიანებს ის 3 მილიონ ევროდ ჰქონდათ დაგირავებული,

 

onalem

ტესტ