fbpx
საზოგადოება

26 წლის ალბანელი 56 წლის ვროხოპულოზე ფულის გამო დაქორწინდა, “გაძარცვა” და წავიდა

გრძელვადიანი დუმილის შემდეგ, რულა ვროხოპულომ მედიასთან პირად ცხოვრებასა და მასზე ბევრად პატარა ასაკის მამაკაცთან ქორწინებაზე ისაუბრა, რომელიც წარსულში ბერძნული საზოგადოების მთავარი განხილვის და დაცინვის თემაც კი იყო.

ყოფილი ბორტგამცილებელი, რომელიც ტელეკომპანია ANT-ზე, The Wall-ში მონაწილეობით გახდა ცნობილი, ამბობს, რომ ცხოვრების იმ პერიოდში უბრალოდ სიყვარულისგან დაბრმავებული ქალი იყო და არ შეუძლია დაჯერება, რომ ეს ქორწინება მხოლოდ ფულის გამო შედგა.

“არ შემიძლია შევეგუო, რომ ქორწინებას მხოლოდ ფინანსური ინტერესები ჰქონდა. ეს ყველაფერი შეცდომა იყო. შვილი რომ არ მყოლოდა, დაქორწინება არც ისე ცუდი იქნებოდა, მაგრამ მე ბავშვით ვიყავი და კიდევ ერთ ბავშვზე დავქორწინდი, რადგან ჩემი ვაჟი 17 წლის იყო, ფრანი კი 26 წლის. მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი, რადგან მან დიდი რაოდენობით ფული აიღო ჩემგან და წავიდა. ამის შემდეგ დავიწყე ყველაფრის დაგირავება, ბინების, მაღაზიების… წავიდა და საერთოდ არ წუხდა ამაზე.

მე ვიცი, რომ ფრანი კარგად ცხოვრობს. შექმნა ოჯახი, ჰყავს არაჩვეულებრივი ცოლი და სამი შვილი. არანაირი კონტაქტი არ მაქვს, მაგრამ Facebook-ში სხვა სახელით შევდივარ და ვნახულობ ყველაფერს. ის დაეთანხმა ჩემს მეგობრობის თხოვნას, რადგან ლამაზი გოგონას ფოტო დავდე.

ვერ ვიპოვე მილიონერი, ვიპოვე ერთი ღარიბი ალბანელი და შემიყვარდა. რა გავაკეთო?! გული არ გვეკითხება,” ამბობს ვროხოპულო.

onalem

ტესტ