fbpx
საზოგადოება

“მინდა ჩემი შვილი ჩვეულებრივი ბავშვი იყოს, რომელიც ხალხში “დაიკარგება” – ანტონის რემოს

ანტონის რემომ გადაცემაში, “Στη φωλιά των Κου Κου”, საკუთარი მსმენელის სოციალურ მდგომარეობასა და თავის ოჯახზე ისაუბრა.

ვინაიდან ცნობილი მომღერლის კონცერტები ერთ-ერთი უძვირესია საბერძნეთსა და საზღვარგარეთაც კი, ჟურნალისტი, სტეფანოს კონსტანტინიდისი ამ თემით დაინტერესდა:

“49 წლის ვარ… ახლა 50-ის ვხდები. რემოსი არის იმ ხალხის მომღერალი, რომელსაც მისი სიმღერები უყვარს. რაღაც მომენტებში, როცა ვმღერი, ვგრძნობ, რომ ჩემს ქვევით მთელი საბერძნეთის დოვლათის ნახევარი მაქვს. ვსაუბრობ ადამიანებზე, რომელთაც ძალიან დიდი ფინანსები აქვთ, არა მხოლოდ ბერძნებზე, არამედ უცხოელებზეც. მეორეს მხრივ, შეიძლება მეორე დღეს კავალაში წავიდე და ბილეთი 10-15 ევრო ღირდეს, თუმცა, იქ  10.000 ადამიანი მოდის,” თქვა რემომ.

ცნობილმა მომღერალმა ბევრი რამ თქვა ოჯახზეც და საკმაოდ დიდი თავმდაბლობა გამოავლინა თავის შვილზე საუბრისას:

“მჯერა, რომ დედები სახლს უვლიან, ხოლო მამები არჩენენ ოჯახს… მინდა ჩემი შვილი ჩვეულებრივი ბავშვი იყოს, რომელიც ხალხში “დაიკარგება”. მასთან დროს პროდუქტიულად ვატარებ, დასაძინებლად ვაწვენ და ერთად ვიძინებთ. ბოლო 1.5 წელი ჩვენ არ გვძინავს, რომ მან დაიძინოს. მაგრამ ეს ყველაფერი მოგვენატრება, როცა გაიზრდება.”

იხილეთ სრული ინტერვიუ:

onalem

ტესტ