fbpx
საზოგადოება

თესალონიკი: 2, 5 წლის ბავშვი უგონოდ იპოვეს, მას ყელზე თოკი ჰქონდა შემოხვეული

თესალონიკიდან დღეს გავრცელებულმა ამბავმა საზოგადოება შეძრა. დედამ და ბებიამ 2, 5 წლის ბავშვი თავიანთ საცხოვრებელ ბინაში ყელზე თოკშემოხვეული იპოვეს. ის უგონო მდგომარეობაში იყო.

ცნობილია, რომ დედამ ბიჭი სახლში დიდ ბებიასთან ერთად დატოვა, რათა მისი 4 წლის და სკოლიდან წამოეყვანა. ბავშვი, როგორღაც, ბებიის თვალთახედვის მიღმა აღმოჩნდა და საბოლოოდ, ინციდენტი მოხდა, რომლის გარემოებებიც უცნობია.

მას შემდეგ, რაც მცირეწლოვანი უგონოდ ნახეს და შეამჩნიეს, რომ ყელზე ფარდის თოკი ჰქონდა შემოხვეული, ის დაუყოვნებლივ ΑΧΕΠΑ-ს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც პირველადი დახმარება გაუწიეს.

ამჟამად ის იპოკრატიოს საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

სავარაუდოდ, 2, 5 წლის ბიჭი ფარდასთან მივიდა, თამაშობდა, თოკი მჭიდროდ შემოიხვია და გონება დაკარგა.

პროკურორი აღნიშნულ ინციდენტს განიხილავს როგორც შემთხვევითობას.

 

onalem

ტესტ