fbpx
კრიმინალი

პოლიცია ათენის მოსახლეობას აფრთხილებს – ძარცვის ახალი, დაუჯერებელი მეთოდი

პოლიციის ინფორმაციით, ამ მეთოდს კრიმინალები საზღვარგარეთ ხშირად მიმართავენ და ეს სამართალდამცავებისთვის უკვე გამოცდილი პრაქტიკაა, მაგრამ საბერძნეთში არც თუ ისე ხშირად გვხვდებოდა. მიუხედავად ამისა, ძარცვის ახალი მეთოდის გამოყენება კავალაში დაიწყეს, სადაც ფაქტობრივი შემთხვევა დაფიქსირდა. პოლიცია კი ათენის მოსახლეობას აფრთხილებს, რადგან დედაქალაქი მძარცველებისთვის მთავარი სამიზნე შეიძლება იყოს.

რაზეა საუბარი?!

კავალაში მომხდარი ინციდენტის მიხედვით, ახალგაზრდა ქალი სუპერმარკეტში მიდიოდა, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც ორი მამაკაცი იდგა, თავდაპირველად მათ ჰკითხეს, თუ რა სუნამოს იყენებდა, ხოლო შემდეგ უკვე ახალი სუნამოს დაბალ ფასად შეძენა შესთავაზეს. ცხადია, ყიდვამდე ის უნდა დაეყნოსა და რომ არა მისი დაკვირვებულობა, აუცილებლად გახდებოდა ძარცვის მსხვერპლი.

მძარცველებს ხელში სუნამოს ნაცვლად, სავარაუდოდ, ეკავათ ნივთიერება (ეთერი), რომლის დაყნოსვის შედეგადაც ადამიანი რამდენიმე წუთით გონებას კარგავს.

ქალი სოციალურ ქსელში წერს, რომ მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ მსგავს შემოთავაზებებს, საეჭვო პირებისგან, რადგან დათანხმების შემთხვევაში, მას წაართმევდნენ საფულეს, მობილურს და ყველა ღირებულ ნივთს, რაც კი იმ წუთისთვის ჰქონდა თან. თანაც ეს ისე მოხდებოდა, რომ გამვლელები ძალადობრივ ქმედებებს ვერ შენიშნავდნენ, ისინი კი თავს ისე მოაჩვენებდნენ, თითქოს ქალის დახმარება უნდოდათ.

პოლიცია დანაშაულის აღმოფხვრისთვის, მოსახლეობის ინფორმირების გზით, უკვე მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი არ ეხება ოფიციალურ კამპანიებს, როდესაც მთავარ სავაჭრო ცენტრებში სუნამოებს გვთავაზობენ.

onalem

ტესტ