fbpx
კრიმინალი

72 წლის ქალმა ჩახუტებისას 74 წლის ბერძენ მამაკაცს 150 ევრო ამოაცალა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ინციდენტი პიერიას რეგიონში მოხდა. 74 წლის მამაკაცი სახლის ეზოში იმყოფებოდა, როდესაც უცნობი ქალი მიუახლოვდა და ახლობელი ადამიანივით ჩაეხუტა. თავს აჩვენებდა, თითქოს ერთმანეთს იცნობდნენ და მამაკაცი მას ვერ იხსენებდა.

როცა 72 წლის ქალი მას გადაეხვია, ჯიბიდან 150 ევრო ამოაცალა, ეს ყველაფერი კი მამაკაცის ცოლმა დაინახა და ჩარევა სცადა, მაგრამ ქალმა ის თავიდან მოიშორა და სწრაფად გაემართა მანქანისკენ, რომელშიც თანამზრახველი ელოდებოდა. მათ ადგილი მაშინვე დატოვეს.

საქმეზე კატერინის საგამოძიებო სამსახური მუშაობს.

onalem

ტესტ