fbpx
საზოგადოება

შვილის სიკვდილიდან ორი წლის შემდეგ, აპოსტოლოს ვაკაკისს ახალმა სიცოცხლემ ღიმილი დაუბრუნა

მას შემდეგ, რაც საბერძნეთში ყველაზე პოპულარული სავაჭრო ცენტრების ქსელის, Jumbo-ს მფლობელის ვაჟი, გიორგოს ვაკაკისი, საზარელ ავარიაში დაიღუპა, მილიონრების ოჯახი მწუხარებამ მოიცვა. მიუხედავად მძიმე ფსიქოლოგიური ფონისა, აპოსტოლოს ვაკაკისი აქტიურად აგრძელებდა მუშაობას და თანამშრომლებს სთხოვდა, მოქცეულიყვნენ ისე, როგორც ტრაგედიამდე, რათა ის კიდევ უფრო არ დაემძიმებინათ.

ამ ყველაფრიდან ორი წლის შემდეგ კი, ვაკაკისი ისევ ბედნიერია, რადგან მისი უფროსი ქალიშვილი, ხრისტინა ვაკაკისი ბავშვს ელოდება.

ხრისტინა ვაკაკისს ვასილი მიხაილთან 2012 წლიდან აქვს ურთიერთობა და მიუხედავად უამრავი განშორებისა და მათ ცხოვრებაში მესამე პირის არსებობისა, საბოლოოდ თავიანთ პირველ შვილს ელოდებიან.

როგორც ბერძნული მედია იუწყება, აპოსტოლოს ვაკაკისს, გიორგოს ვაკაკისის გარდაცვალების შემდეგ, სწორედ ამ ამბავმა დაუბრუნა იმედი და ღიმილი.

შეგახსენებთ, რომ ავარიას, რომელიც გიორგოს ვაკაკისის მიზეზით მოხდა, ორი სხვა მგზავრის და თავად მისი მეგობრის სიცოცხლეც ემსხვერპლა.

onalem

ტესტ