fbpx
ეკონომიკასაბერძნეთისაზოგადოება

თუ გაქვთ ლეგალურად ცხოვრების საბუთები, მოითხოვეთ საბერძნეთისგან თანხა ხვალიდან!

ემიგრანტებს, რომლებიც საბერძნეთში ცხოვრობენ და აქვთ ლეგალურად ცხოვრების დამადასტურებელი საბუთები, თანხის მისაღებად განაცხადების შევსება ოთხშაბათიდან, 13 მარტიდან შეეძლებათ.

პლატფორმა მუდმივად ღია დარჩება, ამიტომ სიჩქარე საჭირო არ არის.

თქვენ პლატფორმაზე უნდა შეავსოთ TAXISnet-ის მონაცემები და მიიღებთ პასუხს, გეკუთვნით თუ არა აღნიშნული დახმარება.

თანხა, რომელსაც ყოველთვიურად მიიღებთ, 70-დან 210 ევრომდე მერყეობს.

ცნობილია კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც მთავრობა იხელმძღვანელებს:

ერთ სულზე გაწერილია თვეში 70 ევრო.

ოჯახის ორ ზრდასრულ წევრზე გაწერილია თვეში 105 ევრო.

სამწევრიანი ოჯახისთვის ან ოჯახისთვის, სადაც მხოლოდ ერთი მშობელია და ერთი ბავშვი თვეში 140 ევრო.

ოთხწევრიანი ოჯახისთვის ან ოჯახისთვის, სადაც ერთი მშობელი და ორი ბავშვია 175 ევრო.

ოჯახისთვის, სადაც ერთი მშობელი და სამი ბავშვია, თვეში 210 ევრო.

განაცხადის შესავსებად, გირჩევთ, მიმართოთ პირად ბუღალტერს, ვინაიდან, დახმარების მიღების კრიტერიუმები ასევე განისაზღვრება თქვენი შემოსავლისა და საცხოვრებლის ტიპის მიხედვით.

 

onalem

ტესტ