fbpx
საზოგადოება

“მათ მოგკლეს, ვინც გითხრა, ვაქცინა არ გაგეკეთებინა” – გარდაცვლილი ქალის ძმის ტრაგიკული სიტყვები

პროფესორი, დიმიტრის ბუხალი, რომელიც ინდოეთში იმყოფება, სოციალური ქსელის საშუალებით ტრაგიკულ პოსტს ავრცელებს. მას კორონავირუსით და გარდაეცვალა, რომელიც ახალგაზრდა ქალბატონი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, მის ორგანიზმს არ აღმოაჩნდა ძალა მომაკვდინებელ ვირუსთან საბრძოლველად.

ირკვევა, რომ ბუხალი ინდოეთში გამგზავრებამდე დიამანტულას მუდმივად ეუბნებოდა აცრილიყო და ისიც ეთანხმებოდა, მაგრამ პროცესს ძალიან აჭიანურებდა, რადგან მითქმა-მოთქმისა და დეზინფორმაციის გამო, ქალი საკმაოდ დაბნეული იყო.

პროფესორი დის სიკვდილში არ ადანაშაულებს კორონავირუსს, ადანაშაულებს ყველა იმ ადამიანს მის გარშემო, რომელიც სხვადასხვა ჭორს ავრცელებდა და გავლენას ახდენდა მასზე, რამაც საბოლოოდ ის გამოიწვია, რომ დიამანტულა არ აიცრა, დაინფიცირდა და გარდაიცვალა.

მამაკაცი სასოწარკვეთილია, რადგან ძალიან შორს იმყოფება და ნანობს, რომ საკმარისად ვერ დაარწმუნა და, გაეკეთებინა ვაქცინა.

“საბერძნეთიდან მიმავალი ჩაგეხუტე და გითხარი, რომ აუცილებლად აცრილიყავი. შენც დამეთანხმე, მაგრამ მითხარი, რომ სხვადასხვა ინფორმაციას ისმენდი და თავს იკავებდი. უსმენდი იდიოტებს, რომლებმაც საბოლოოდ მოგკლეს კიდეც,” წერს პროფესორი.

onalem

ტესტ