fbpx
პოლიტიკა

3,4 მილიარდი ევროს პაკეტი ახალგაზრდების, დასაქმებულების, ოჯახებისა და ბიზნესებისთვის საბერძნეთში

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკიმ გუშინელი გამოსვლისას 3,4 მილიარდი ევროს პაკეტი დააანონსა, რომელიც ძირითადად მორგებული იქნება ახალგაზრდებზე, დასაქმებულ პირებზე, ოჯახებსა და ბიზნესებზე.

1) კერძო სექტორი გათავისუფლდება სოლიდარული კონტრიბუციისგან და შემცირდება სასაზღვევო შენატანების სამი პუნქტი მთელი 2022 წლის მანძილზე.

2) 2022 წლიდან ბიზნესებისთვის საშემოსავლო გადასახადი შემცირდება 24%-დან 22%-მდე. მთელი წლის მანძილზე ამისთვის გაწერილია 183 მილიონი ევრო.

3) მცირდება მობილური სააბონენტო გადასახადი 12%-20%-მდე და საერთოდ უქმდება 29 წლამდე პირებისთვის იანვარში. აღნიშნულისთვის განსაზღვრულია 68 მილიონი ევრო წელიწადში.

4) 2021-2022 წლებისთვის საჯარო პროფესიული ინსტიტუტების სტუდენტებისთვის დაწესდება ე.წ. საცხოვრებლის შემწეობა, ვინაიდან დადგენილია, რომ 20.000 სტუდენტიდან დაახლოებით 5.000 მაინც სხვა ქალაქში სწავლობს და ცხოვრობს. აღნიშნულისთვის გაწერილია 5 მილიონი ევრო.

5) სახელმწიფო დაფარავს დენის გაზრდილი გადასახადის 80%-ს.

6) დახმარება, რომელიც გაიცემა კორპუსებში გათბობის საწვავის შესაძენად, 2021 წლის დეკემბერში გაიზრდება 20%-ით.

7) ასევე, დაგეგმილია ჯანდაცვის სამინისტროს ინოვაციური პროგრამა მოსახლეობის ფართო ნაწილისთვის, რომელიც მოიცავს 120 მილიონ ევროს და განსაზღვრული იქნება სხვადასხვა სახეობის სიმსივნით და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანთა უფასო გამოკვლევებისა და მკურნალობისთვის.

8) დასაქმებულს, რომლის ხელფასიც 1,000 ევროა და ხელზე მხოლოდ 847 ევროს იღებს, წლიური შესატანი 132 ევრო ექნება, სადაზღვევო შენატანების შემცირების ფონზე.

9) ვისაც აქვს 1,200 ევრო და ხელზე მხოლოდ 1,016 ევროს იღებს, წლიური შესატანი ექნება 207 ევრო.

10) ვისაც ხელფასი 2.000 ევრო აქვს და ხელზე 1,693 ევროს იღებს, წლიური შესატანი ექნება 604 ევრო.

11) 29 წლამდე ახალგაზრდები, თუ ისინი მუშაობას პირველად დაიწყებენ, ხელფასის გარდა, სახელმწიფოსგან მიიღებენ კიდევ 600 ევროს.

12) თუ ახალგაზრდა სწავლობს სხვა ქალაქში, საჯარო პროფესიულ ინსტიტუტში, ის მიიღებს 1.000 ევროს სახელმწიფოსგან ყოველწლიურად, საცხოვრების ხარჯებისთვის.

 

 

onalem

ტესტ