fbpx
პოლიტიკა

ალექსის ციპრასა და ედი რამას დაპირისპირება ეთნიკური ბერძნების შევიწროვების გამო

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ალბანეთის მთავრობა ეთნიკური ბერძნების შევიწროვებას აგრძელებს. პრესაში იწერება, რომ ალბანეთ-საბერძნეთის ურთიერთობა დიპლომატიურ ფარგლებში ვითარდება, მაგრამ როგორც ჩანს, ფურცლებს იქით, ალბანეთი მუდმივად საპირისპიროდ იქცევა.

როგორც უკვე ცნობილია, სანაპირო ზოლში, სადაც ბეძნები არიან დასახლებულები, ალბანეთი ქონების კონფისკაციას და ტერიტორიის ტურისტულ ცენტრად ქცევას გეგმავს. აღნიშნული ქონება კი ბერძნებს ეკუთვნით, მაგრამ მათ ამის კანონიერი მტკიცებულება არ გააჩნიათ, რადგან თავად ალბანეთის მთავრობამ არ მისცა მათ აღნიშნული საბუთები. ამიტომ, თაღლითური გზით, გამოდის, რომ მთავრობა კანონის ფარგლებში მოქმედებს.

ამჟამინდელი ინფორმაციით, უკვე მოხდა 1,377,000 ჰექტარის კონფისკაცია, რასთან დაკავშირებითაც, ალექსის ციპრას რეაქციამ არ დააყოვნა:

“თუ ტირანა ბერძნების ქონების დატაცებას კიდევ გააგრძელებს, საბერძნეთი შეაჩერებს ალბანეთის ევროპულ კურსს.”

onalem

ტესტ