fbpx
საბერძნეთი

ტრაგედია ათენში: 32 წლის არქიტექტორი ქალი შენობის მე-6 სართულიდან გადმოვარდა

უმძიმესი ტრაგედია ათენში, ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში მოხდა. გარდაცვლილია ამავე კომპანიაში მომუშავე 32 წლის ქალი, რომელიც მე-6 სართულიდან გადმოვარდა.

ირკვევა, რომ ის ხელმეორედ აიყვანეს, ვინაიდან რამდენიმე ხნის წინ სამსახური თავად დატოვა, სხვა უფრო სერიოზული და მაღალანაზღაურებადი პერსპექტივის გამო. თუმცა, მანამდე ის მრავალი წელი მუშაობდა ამავე კომპანიაში და ითვლებოდა ძალიან შრომისმოყვარე პროფესიონალად.

გარდაცვალებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე ის აღფრთოვანებული იყო სამსახურში დაბრუნებით და კოლეგებს ეგვიპტეში მოგზაურობის გამოცდილებას უზიარებდა. ისინი აცხადებენ, რომ თუ ეს თვითმკვლელობა იყო, მათ წინასწარ ვერაფრის შემჩნევა ვერ შეძლეს, რადგან ამის მიზეზი არ მიუცია. მუდმივად ხალისიანი და ენთუზიაზმით აღსავსე იყო.

მან აივანზე გასვლამდე თქვა, რომ სიგარეტის მოწევას აპირებდა, თუმცა, რამდენიმე წუთში მოპირდაპირედ მდებარე აივნებიდან ყვირილის ხმა გაიგონეს და როდესაც გადაიხედეს, 32 წლის არქიტექტორი უკვე გარდაცვლილი იყო ასფალტზე.

ვარდნა თავიდან ბოლომდე არავის დაუნახავს, ამიტომ მომხდარის ზუსტი გარემოებები უცნობია.

ისიც აღსანიშნავია, რომ მას სამსახურში წამოღებული ჰქონდა ზურგჩანთა, რადგან სამუშაო საათების დასრულების შემდეგ აპირებდა ქსილოკასტროში, მშობლების სანახავად გამგზავრებულიყო. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, თვითმკვლელობის ვერსია საკმაო გაკვირვებას იწვევს, ხოლო მეორეს მხრივ, უცნობია, რა გარემოებას შეიძლებოდა ებიძგა მისთვის, რომ მე-6 სართულის აივნიდან, სურვილის წინააღმდეგ, გადავარდნილიყო.

onalem

ტესტ