fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ვაქცინის მოწინააღმდეგეთათვის დახურული სივრცეები იკეტება

13 სექტემბრიდან დახურული სივრცეების კარი იკეტება მათთვის, ვინც კორონავირუსის წინააღმდეგ აცრაზე უარს აცხადებს. აუცრელ პირებს სარესტორნო და გასართობი სფეროს დახურულ სივრცეებში შესვლა არ შეეძლებათ.

ეს ეხება კონკრეტულად ტავერნებს, რესტორნებს, კაფეებს, ბარებს, კლუბებს, გასართობ დაწესებულებებს, რომლებში შესვლა შეეძლებათ მხოლოდ სრულად ვაქცინირებულ პირებს და ასევე მათ, ვინც ბოლო 6 თვის მანძილზე ინფიცირებული იყო კორონავირუსით.

ხალხის შემოწმება შესასვლელებთან covid free აპლიკაციით მოხდება, რომლის ჩამოტვირთვაც სრულიად უფასოა ნებისმიერ მობილურსა თუ პლანშეტში.

გარდა ამისა, როგორც უახლოეს წარსულში გახდა ცნობილი, 13 სექტემბრიდან საბერძნეთში ნებისმიერი სახის გადაადგილებისთვის საჭირო იქნება ან ვაქცინაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი, ან ტესტი ანტისხეულებზე, რომ ინფიცირებული იყავით კორონავირუსით ან ტესტის უარყოფითი პასუხი. ცხადია, ეს არ ეხება შიგნით, ქალაქში, ადგილობრივი ტრანსპორტით სარგებლობას, არამედ ΚΤΕΛ-ის, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გამოყენებას.

ამრიგად, ტესტის ან სერთიფიკატის წარდგენა ახლა არა მხოლოდ კუნძულების მიმართულების წასვლისას იქნება სავალდებულო, არამედ ნებისმიერი სახმელეთო გადაადგილებისთვის, რეგიონებს, ქალაქებს, სოფლებს შორის. ΚΤΕΛ-ის სადგურებში თითოეულ მგზავრს შეუმოწმდება აღნიშნულიდან რომელიმე დოკუმენტი.

მისაღებია როგორც PCR, ასევე Rapid ტესტი და ამ უკანასკნელის ღირებულება 10 ევრო იქნება, როგორც მთავრობამ უახლოეს წარსულში გადაწყვიტა.

PCR ტესტი ჩატარებული უნდა იყოს არაუმეტეს 72 საათით ადრე, ხოლო Rapid ტესტი 48 საათით ადრე. ინფიცირების შემთხვევაში, გაიკეთებთ ტესტს, რომელიც თქვენს ორგანიზმში ანტისხეულების არსებობას ადასტურეს.

რაც შეეხებათ ბავშვებს, 4-დან 11 წლამდე, მათ შეუძლიათ თვით-ტესტირების საშუალებით იმგზავრონ. ზემოთ აღნიშნული კანონები ეხებათ პირებს, 12 წლიდან და ზემოთ.

 

onalem

ტესტ