fbpx
საბერძნეთი

ნარკოდილერები: საბერძნეთის პოლიცია მოდელის კავშირებს ლათინურ ამერიკაშიც კი ეძებს

როგორც უკვე ცნობილია, ელენა პოლიხრონოპულოს სახლში პოლიციამ 7.8 კგ კოკაინი აღმოაჩინა. მოდელს ფაქტზე წაასწრეს, როდესაც თეთრი ფხვნილის ტუალეტში ჩაცლას ცდილობდა და მაშინვე ხელბორკილები დაადეს. ის განყოფილებაში გადაყვანისას გამუდმებით ტიროდა და ამბობდა, რომ არაფერი აქვს საერთო ამ ყველაფერთან.

ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის ექსპერტები აცხადებენ, რომ ურთულესია, ვინმე ფლობდეს თითქმის 8 კილოგრამ კოკაინს და არ ჰქონდეს სერიოზული, ღრმა კავშირები უფრო მასშტაბურ კრიმინალურ დაჯგუფებებთან. ანუ, მათი ანალიზით, პოლიხრონოპულო და მისი შეყვარებული, დიმიტრის რეგინიდი, ითვლებიან ერთგვარად “სანდო” გამსაღებლებად, ვინაიდან მათ მფლობელობაში ძალიან დიდი რაოდენობის ნარკოტიკი აღმოჩნდა.

მომავალი კვირა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ორივე დაკავებულისთვის, ვინაიდან პოლიცია მათ კავშირებს ეძებს ლათინურ ამერიკამდეც კი. 32 წლის რეგინიდი, რომელიც ფეხბურთელია, პასუხისმგებლობას მთლიანად საკუთარ თავზე იღებს და აცხადებს, რომ ელენა არაფერ შუაშია აღნიშნულ საქმეში.

 

onalem

ტესტ